საქართველოს 28–ე ეროვნული ჩემპიონატი
მეორე ლიგა. დასავლეთი „ა“
27 ოქტომბერი, ქუთაისი. "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა. 15 საათი
"ტორპედო 2 " ქუთაისი – " საირმე " ბაღდათი – 0:1 (0:0)
"ტორპედო 2": კიკნაძე, მახათაძე, გაბუნია, შეყრილაძე, კუჭუხიძე, მანაგაძე (კუხიანიძე,65), ჯანაძე, გოგუაძე (კაპ, ჟღენტი, 72), იონანიძე, შ.ბურჯანაძე, მესხი (გაზდელიანი,52)
სათადარიგონი: პაჭკორია, ლეშკაშელი, ბერძენაძე
მთ. მწვრთნელი გიორგი სუხიაშვილი
"საირმე": კახათელიძე (კაპ), დ. ბურჯანაძე (სულაბერიძე,65), ხუხუა, ლობჟანიძე, გამრეკლიძე, მარგველაშვილი (ნ. ახალაძე,52), გოგობერიშვილი, გიორგობიანი, ბასილაშვილი ბერეჩიკიძე (ცქიფურიშვილი,52), ხაჭიპერაძე
სათადარიგონი: კიკნაველიძე, ახვლედიანი, ბაღდავაძე, რ. ახალაძე
მთ. მწვრთნელი: დავით მაჩიტიძე
გოლი: 0:1 ხაჭიპერაძე (72–პენ)
გაფრთხილება: შეყრილაძე (37), მესხი (38), ხუხუა (44), კიკნაძე (71), გაბუნია (78)
მსაჯები: გიორგი ვარდიძე (თბილისი), ალექსი ჟივიძე (მცხეთა), ბორის ჟვანია (სამტრედია)
მე-2 ლიგის დასავლეთის “ა“ ზონის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, თუმცა ხელსაყრელი მომენტები გამოუყენებელი დარჩა. შესვენების შემდეგაც სახიფათო ეპიზოდები ორივე კართან შეიქმნა, გოლი კი ერთი დაფიქსირდა. არბიტრმა მასპინძელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა გამოცდილმა ზაურ ხაჭიპერაძემ. პენალტის სამართლიანობაში ეჭვის შეტანა ძნელი იყო, ოღონდ ისიც სათქმელია, სანამ ქუთაისელთა მეკარე აკრძალულ ხერხს მიმართავდა ხიფათის განსამუხტად, ბაღდათელმა კობა გოგობერიშვილმა ითამაშა მეკარესთან წესის დარღვევით, მაგრამ მსაჯს ამ ეპიზოდზე რეაგირება არ მოუხდენია. არბიტრმა საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრეც ერთობ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბაღდათელთა საჯარიმოში შეჭრილი ტორპედოელი აშკარად მცველის დახმარებით წაიქცა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ შეაჩერა თამაში.