29 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტურში,"თეთრ" ჯგუფში საჩხერის "ჩიხურას" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია საჩხერული კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა.
მოგეხსენებათ, "ჩიხურა" საშინაო შეხვედრებს ივანწმინდის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამ დროისათვის იქაური მინდვრის საფარი სათამაშოდ უვარგისადაა მიჩნეული.