კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

19 ოქტომბერს შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩია

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელმა, 37 წლის შოთა ბაბუნაშვილმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ბაბუნაშვილს ფეხბურთელის კონტრაქტი “ტორპედოსთან” წლის ბოლომდე აქვს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება უწევს.

“სამწუხაროდ, კარიერის დასრულება მიწევს. მართალია, კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე მაკავშირებს, მაგრამ სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმის გამო გუნდს წელს ვერ დავეხმარე და ვერც დარჩენილ დროში გამოვადგებოდი. აქედან გამომდინარე, კარიერის დასრულების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება, რაც ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს, ვისი ინიციატივითაც 19 ოქტომბერს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება. ძალიან დიდი მადლობა “ტორპედოს” პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას, კლუბის ხელმძღვანელობას ამ დღის ორგანიზებისთვის”, – ამბობს ბაბუნაშვილი.

გამოსამშვიდობებელი მატჩი 19 ოქტომბერს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება და მასში არერთი ცნობილი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას: კახა ჩხეტიანი, ზვიად ჩხეტიანი, მიხეილ აშვეთია, შალვა ღონღაძე, დავით მამარდაშვილი, იოსებ გიგიაძე, დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე, გიორგი გოგიაშვილი, როინ კვასხვაძე, გიორგი სუხიაშვილი, რევაზ კვერნაძე, კახა ვადაჭკორია, ლევან აკობია, ვალერი აბრამიძე, სევასტი თოდუა, მიხეილ მახვილაძე, მალხაზ ასათიანი, რევაზ ქემოკლიძე, რომან ახალკაცი, ზვიად ქუთათელაძე, გრიგოლ ჭანტურია, ლაშა ჭელიძე, გიორგი ჭელიძე, დავით ოდიკაძე, გიორგი ნერგაძე, გაგა ჩხეტიანი, ნუკრი რევიშვილი, კახა ალადაშვილი, სერგი ორბელაძე, გიორგი გაბიდაური, ლევან სილაგაძე, კახა კვეტენაძე, გიორგი ონიანი, გია იმედაძე, ზვიად სტურუა.

11 ოქტომბერი, 2018