გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი მერაბ მეგრელაძე
თარიღი: 24.01.2012


   55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთაისის "ტორპედოს" 80 და 90-იანი წლების ლეგენდარული ფეხბურთელი მერაბ მეგრელაძე.

   რომ არა უცაბედი ტრაგედია, უბერებელი თავდამსხმელი მიმდინარე წლის 26 იანვარს 56 წლის გახდებოდა.

   მერაბ მეგრელაძე ქუთაისის "ტორპედოში" ლანჩხუთის "გურიადან" ჩაირიცხა და პირველივე სეზონში უმაღლეს ლიგაში 18 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მან 29 გოლის გატანა შეძლო.

   საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი (14.10.1990) და ბოლო (30.05.1997) მატჩი მეგრელაძეების საფეხბურთო დინასტიის უფროს წარმომადგენელს ქუთაისურ გუნდში აქვს ნათამაშები. მას ეკუთვნის ერთი სეზონის საჩემპიონატე შეხვედრებში გატანილი გოლების რეკორდი – 1992-93წწ წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით 41–ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამ და მომავალ სეზონში (31 გოლი ზესტაფონის "მარგვეთში") იგი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ვაჟ გიორგისთან ერთად არის ქართულ სინამდვილეში უნიკალური პრეცენდენტის შემოქმედი – "ტორპედოს" შემადგენლობაში თამაშისას, რუსთავის "მეტალურგს" (13.10.1996) და ბოლნისის "სიონს" (14.11.1996) გოლი ორთავემ გაუტანა. სულ მერაბ მეგრელაძემ ქართულ უმაღლეს ლიგაში გამართულ 140 (აქედან 40 "ტორპედოში") მატჩში 104 (23–ჯერ ქუთაისელთა სასარგებლოდ) გოლი გაიტანა.

   სამწუხაროა, რომ ქართულ საფეხბურთო სამყაროს და კერძოდ, ქუთაისს მერაბ მეგრელაძე ასე ნაადრევად გამოაკლდა. საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

- გააზიარე ფეისბუქზე    -
გათამაშების ცხრილი
#გუნდი
1 დინამო თბილისი 32 21 5 6 68
2 ზესტაფონი 32 19 5 8 62
3 სიონი 32 16 7 9 55
4 ჩიხურა 32 13 7 12 46
5 მეტალურგი 32 13 6 13 45
6 გურია 32 12 0 20 36
7 ტორპედო 32 14 6 12 48
8 ვიტ ჯორჯია 32 13 6 13 45
9 დილა 32 11 8 13 41
10 სპარტაკი 32 12 4 16 40
11 ზუგდიდი 32 10 6 16 36
12 მერანი 32 6 4 21 22
მომდევნო თამაში
მერანი - ტორპედო
24.08.2014
17:00
ბოლო თამაში
ჩხერიმელა - ტორპედო
0:1

დაწვრილებით