კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

U15: პირველი ადგილი და ოქროს ლიგის საგზური

27 მაისს, “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე, 15-წლამდელთა ლიგის “ბ” ჯგუფის ბოლო, მე-10 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც “ტორპედო” “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

ამ ტურამდე, “სამტრედია” 23 ქულით ცხრილს სათავეში ედგა, ტორპედოელები კი 21 ქულით მეორეზე იყვნენ. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში, ოქროს ლიგის საგზურს ჩვენი ფეხბურთელები პირველი ადგილით მოიპოვებდნენ.

ასეც მოხდა! ანგარიში მალევე, შეხვედრის მე-14 წუთზე, გურამ დეისაძემ გახსნა და პირველი ტაიმი ასეც მორჩა. მეორე ტაიმში, 7-წუთიან მონაკვეთში ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ ორი გაიტანეს – 58-ე წუთზე ელგუჯა ტყეშელაშვილმა, 65-ეზე – სლავა პაპავამ. ეს იყო და ეს… 3:0!

შედეგად, 24 ქულით ჩვენმა ფეხბურთელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს ლიგაში ითამაშებენ.

შემადგენლობა “სამტრედიასთან”: დავით ასათიანი, საბა მახარეიშვილი (გიორგი ღვინეფაძე, 36), ლუკა ხუშაბიძე, საბა გოგლიჩიძე, ბორის გაგლოშვილი, ნუგზარ გრძელიძე (მათე ჯინჭიხაძე, 36), გურამ დეისაძე, ცოტნე ციბაძე (შალვა შენგელია, 59), რეზი ჯაში (გიორგი ხუნდაძე, 47), ელგუჯა ტყეშელაშვილი (ლუკა ვაშაყმაძე, 65), სლავა პაპავა.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი სუხიაშვილი

 

https://www.facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/videos/1772223676169887/

27 მაისი, 2018