კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

19-წლამდელებმა “ვერცხლის ლიგა” მოგებით დაიწყეს

8 ივნისს, “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე 19-წლამდელთა შორის “ვერცხლის ლიგის” პირველი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ჩვენი გუნდი საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა.

მატჩი ტორპედოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ანგარიში მატჩის 24-ე წუთზე ვახტანგ ბოჭორიშვილმა გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 48-ე წუთზე გიორგი აბზიანიძემ დააფიქსირა.

შედეგად, ჩვენმა 19-წლამდელებმა “ვერცხლის ლიგა” გამარჯვებით დაიწყეს და აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.

შემადგენლობა “ჩიხურასთან”: დავით ასათიანი, გიორგი აბზიანიძე, ირაკლი წაქაძე, გიორგი თოდუა (გეგი ჯინჭარაძე, 61), მათე აბულაძე, ლაშა კუკულავა, თამაზ შარვაშიძე, ბადრი თავაძე, იაკობ მაღლაფერიძე (ნიკოლოზ ხელიძე, 75), ალექსანდრე არსენიძე (მიხაილ ბურკაძე, 56), ვახტანგ ბოჭორიშვილი.

08 ივნისი, 2018