კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

19-წლამდელების მესამე გამარჯვება “ვერცხლის ლიგაში”

22 ივნისს “ტორპედოს” საწრთნელ ბაზაზე “ვერცხლის ლიგის” მესამე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ჩვენი გუნდი ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა.

მატჩი ტორპედოს გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლები ნიკოლოზ ხელაძემ (9 წთ), თამაზ შარვაშიძემ (19 წთ) და მათე აბულაძემ (88 წთ) გაიტანეს.

ჩვენს 19-წლამდელებს სამიდან სამი მოგება დაუგროვდათ და ჯამში 9 ქულით “ვერცხლის ლიგის” ერთპირვონული ლიდერები არიან.

შემადგენლობა “კოლხეთთან”: დავით ასათიანი, დავით ტოფაძე, გიორგი აბზიანიძე, გიორგი თოდუა, ბადრი თავაძე, მათე აბულაძე, ლაშა კუკულავა (ირაკლი კიზირია, 46), იაკობ მაღლაფერიძე (ალექსანდრე არსენიძე, 46), თამაზ შარვაშიძე, ნიკოლოზ ხელაძე, გურამ დეისაძე (ბონდო სანიკიძე, 63).

24 ივნისი, 2018