კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

15-წლამდელებმა “მერანს” დიდი ანგარიშით მოუგეს

12 მაისს, “ტორპედოს” 15-წლამდელთა გუნდმა 15-წლამდე ლიგის მე-9 ტურის მატჩი მარტვილის “მერანთან” გამართა და მეტოქეს 6:0 მოუგო.
 
“ტორპედოს” შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა გურამ დეისაძემ (13, 30 წთ), ელგუჯა ტყეშელაშვილმა (17 წთ), რევაზ ჯაშმა (19 წთ) და სლავა პაპავამ (45 წთ) კი თითო-თითო გოლები გაიტანეს, მეექვსე ბურთი კი მარტვილელებმა თავის კარში ჩაჭრეს.
 
ამ გამარჯვებით, “ტორპედოს” 15-წლამდელთა გუნდს, რომელიც მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია, 21 ქულა დაუგროვდა და “ბ” ჯგუფში მეორეა.
 
“ტორპედოს” შემადგენლობა მარტვილის “მერანთან” : დავით ასათიანი (ლაშა ვალიშვილი, 36), საბა გოგლიჩიძე (შალვა შენგელია, 32), საბა მახარეიშვილი (გიორგი ტვინეფაძე, 32), ლუკა ხუშაბიძე, ბორის გაგლოშვილი, ნუგზარ გრძელიძე, მათე ჯინჯიხაძე, გურამ დეისაძე (სლავა პაპავა, 36), რეზი ჯაში, შალვა შენგელია, ელგუჯა ტყეშელაშვილი, ცოტნე ციბაძე.
 
მთავარი მწვრთნელი: გიორგი სუხიაშვილი.

12 მაისი, 2018