კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

15-წლამდელების მორიგი გამარჯვება

24 ივნისს 15-წლამდელებმა “ოქროს ლიგის”  მეოთხე ტურის მატჩი ზუგდიდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემის წინააღმდეგ გამართეს.

მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან დუბლი გაიფორმა შალვა შენგელიამ (23 წთ, 42 წთ), საბოლოო ანგარიში კი დააფიქსირა ელგუჯა ტყეშელაშვილმა (59 წთ).

ამ შედეგით 15-წლამდელებს 6 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში ამ ეტაპისთვის მე-4 ადგილს იკავებენ.

შემადგენლობა სსფ აკადემიასთან: დავით ასათიანი, ლუკა ხუშაბიძე, ბორის გაგლოშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა მახარეიშვილი (გიორგი ხურცია, 65), ნუგზარ გრძელიძე (გიორგი ხუნდაძე, 62), შალვა შენგელია (ლუკა ვაშაყმაძე, 51), ელგუჯა ტყეშელაშვილი (ცოტნე ციბაძე, 64),  გურამ დეისაძე (ანზორ თევზაძე, 62), რეზი ჯაში (სლავა პაპავა, 53) ტარიელ ბურჯანაძე.

24 ივნისი, 2018