კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

მედიის საყურადღებოდ: 8 აგვისტოს განრიგი

9 აგვისტოს, 21:00 საათზე, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “ტორპედო” ალბანური “კუკესის” წინააღმდეგ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

8 აგვისტოს, ორივე კლუბი წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს. 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში “ტორპედოს” პრესკონფერენციაა დაგეგმილი, 19:30-ზე კი გუნდის ვარჯიში, რომელიც მედიის წარმომადგენლებისთვის 15 წუთი ღია იქნება.

20:45 საათზე “კუკესის” პრესკონფერენციაა, 21:00 საათზე – გუნდის ვარჯიში (მედიისთვის 15 წუთი ღია).

მედიის წარმომადგენლებს, ვინც აკრედიტაციის პროცესი გაიარა, აკრედიტაციები “ტორპედოს” პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დაურიგდებათ.

07 აგვისტო, 2018