კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ჭიჭინაძის ოთხიდან სამი – ტორპედოელები ტურის სიმბოლურებში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი ოთხმა სპორტულმა გამოცემამ შეადგინა.

ოთხიდან სამმა გამოცემამ თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, “ტორპედოს” გამორჩეულ ფეხბურთელად ანრი ჭიჭინაძე მიიჩნია. ჭიჭინაძე სიმბოლურ გუნდში Adjarasport.com-მა, Sportall.ge-მ და Goal.ge-მ შეიყვანეს.

Sportall.ge-მ ჭიჭინაძე შეაქო: “მოქმედ ჩემპიონთა გუნდში ბოლო დროს ძირითადს შეჩვეულმა ჭიჭინაძემ მორიგი საინტერესო შეხვედრა ჩაატარა და თბილისის “დინამოს” შემტევებისთვის თავის ტკივილად იქცა. ჭიჭინაძის საიმედოობა შესაქებია.”

ჩვენს მცველს ქება არც Goal.ge-მ დააკლო: “ქუთაისური კლუბის რიგებში საუკეთესო ჭიჭინაძე იყო. მეორე ტაიმში, “დინამო” უპირატესობას დაეუფლა და უტევდა, დაცვის ხაზში კი ჭიჭინაძე უშეცდომო იყო”.

ჭიჭინაძის გარდა, Sportall.ge-ს მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ გუნდში ვაჟა ტაბატაძეც მოხვდა: “ქუთაისელთა მარჯვენა მცველი მოწოდების სიმაღლეზე იყო. სეზონის დაწყებიდან “ტორპედოში” ყველაზე დიდი პროგრესი ტაბატაძეს შეენიშნება.”

ტაბატაძე “დინამოსთან” მატჩში სპორტულმა გაზეთმა “ლელომაც” გამოარჩია. მასთან ერთად, გოლის ავტორი – ლევან კუტალიაც!

“ლელო” – ვაჟა ტაბატაძე, ლევან კუტალია;
Sportall.ge – ანრი ჭიჭინაძე, ვაჟა ტაბატაძე;
Adjarasport.com – ანრი ჭიჭინაძე;
Goal.ge – ანრი ჭიჭინაძე.

29 მაისი, 2018