კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

შეკრება თურქეთში და 5 ამხანაგური მატჩი

“ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდი რამდენიმე დღეა ქუთაისში ვარჯიშობს. 1-ელ თებერვალს “ტორპედო” რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ, 3 თებერვალს “ტორპედო” თურქეთში გაემგზავრება და მზადების პროცესს იქ გააგრძელებს. თურქეთში ტორპედოელები ორი კვირით მიდიან და ამ ხნის განმავლობაში 5 ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

“ტორპედოს” პირველი მეტოქე 6 თებერვალს “აკადემია პანდევი” იქნება, რომელიც მაკედონიის უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილზეა. 7 თებერვალს “ტორპედო” ძალებს მინსკის “დინამოსთან” მოსინჯავს. დინამოელები ბელარუსის ჩემპიონატში ამჟამად მესამე ადგილზე არიან.

9 თებერვალს “ტორპედოს” მეტოქე სერბული “რადი” იქნება. ბელგრადული კლუბი სერბეთის სუპერლიგაში მე–14 ადგილზეა.

13 თებერვალს “ტორპედო” ლვოვის “კარპატს” დაუპირისპირდება. უკრაინის პრემიერლიგაში “კარპატი” მეათე ადგილზეა.

ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი 16 თებერვალს კიევის “არსენალის” წინააღმდეგ გამართავს, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე–12 ადგილზეა.

ამის შემდეგ, “ტორპედო” საქართველოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის ქუთაისში მოემზადება.

30 იანვარი, 2019