კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტრანსფერი: “ტორპედოში” ოლექსანდრ აზაცკი ითამაშებს

ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 24 წლის უკრაინელი მცველი,  ოლექსანდრ აზაცკი ითამაშებს.

აზაცკი “ტორპედოში” “ბანიკ ოსტრავადან” მოვიდა. “ტორპედომ” ის 6-თვიანი იჯარით დაიმატა, გამოსყიდვის უფლებით.

კარიერის განმავლობაში 24 წლის მცველს უკრაინულ “მეტალისტში”, კიევის “დინამოში” და “ჩერნომორეცში” უთამაშია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას მეწყვილე იყო.

აზაცკი ქუთაისში ხვალ ჩამოვა და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

29 ივნისი, 2018