კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტრანსფერი: “ტორპედოში” ბულგარელი ლაზარ მარინი ითამაშებს

“ტორპედო” გაძლიერებას აგრძელებს. ჩვენი გუნდის შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. საუბარი ამჯერად 24 წლის ბულგარელ მცველ ლაზარ მარინზეა.

ლაზარ მარინმა “ტორპედოსთან” კონტრაქტი 2019 წლის აპრილის ბოლომდე გააფორმა.

24 წლის მცველს თავისი კარიერა ბულგარეთში აქვს გატარებული. ითამაშა ბულგარეთის უმაღლესლიგელ კლუბებში: “ბოტევ პლოვდივი”, “რაკოვსკი”, “ცსკა სოფია”… 2016-17 წლების სეზონში მარინმა ბულგარეთის თასი მოიგო, 2017-18 წლების სეზონში კი – ქვეყნის სუპერთასი. წელს ბულგარელმა “ბოტევ პლოვდივში” 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

30 ივნისი, 2018