კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტრანსფერი: “ტორპედომ” მარეკ გლინკა დაიმატა

ქუთაისის “ტორპედოს” პირველი შენაძენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ გლინკაა.

27 წლის სლოვაკმა “ტორპედოსთან” 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჩვენი გუნდის ღირსებას 2019 წლის ბოლომდე დაიცავს.

გლინკა “ტორპედოში” ოსტრავის “ბანიკიდან” მოვიდა, რომელიც ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. კარიერის განმავლობაში, ჩვენს ახალწვეულს “ბანსკა ბისტრიცაში” (სლოვაკეთი), “პოდბრეზოვაში” (სლოვაკეთი), პრაღის “დუკლაში” (ჩეხეთი), ტრნავის “სპარტაკსა” (სლოვაკეთი) და “სკალიცაში” (სლოვაკეთი) უთამაშია, ოსტრავის “ბანიკში” კი 2016 წლიდან გამოდიოდა.

წლევანდელ სეზონში, გლინკამ “ბანიკის” მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, აქედან 25 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 2 გოლი გაიტანა, რომლიდანაც ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: ბოლო ტურში “ბანიკი” შინ “ბროიოვკას” მასპინძლობდა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. “ბანიკმა” ის მატჩი 2:0 მოიგო, მეორე გოლი კი საჯარიმო დარტყმით სწორედ გლინკამ გაიტანა და მის აწ უკვე ყოფილ კლუბს ჩემპიონატში ადგილი შეუნარჩუნა.

გარდა ამისა, გლინკა სლოვაკეთის 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.

28 ივნისი, 2018