კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტრანსფერი: სურინამელი თავდამსხმელი “ტორპედოში”

“ტორპედოს” შემადგენლობას 18 წლის სურინამელი ფორვარდი, გლეოფილო ვლიტერი შეემატა.

საფეხბურთო კარიერა ვლიტერმა სურინამის უმაღლეს ლიგაში დაიწყო. 2015 წელს ის პირველად გაემგზავრა ევროპაში. მისი შეძენა ბელგიურ “გენკს” და “ოსტენდეს” სურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა და ფეხბურთელს სურინამში დაბრუნება მოუწია.

მალევე, მან ჰოლანდიური “ფეინოორდის” ყურადღებაც მიიპყრო და 2016 წლის ოქტომბერში უნდა გადასულიყო კიდეც, მაგრამ ვიზის პრობლემის გამო, ეს ტრანსფერიც ჩაიშალა.

ვლიტერმა თავისი ქვეყნის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ითამაშა. საფრანგეთში გამართულ ტურნირში, სადაც ვლიტერი სურინამის 15-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ის ტურნირის აღმოჩენად დაასახელეს. მოგვიანებით, 15 წლის ასაკში მას ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც უხმეს და გაიანას წინააღმდეგ ათამაშეს.

“ტორპედომ” ახალწვეული ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა და ფეხბურთელი გუნდთან ერთად “ვიკინგურთან” მატჩისთვის ემზადება.

20 ივლისი, 2018