კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტრანსფერი: მილოშ ლაჩნი “ტორპედოს” ფეხბურთელია

ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში მატებაა. ჩვენი გუნდის ღირსებას 30 წლის სლოვაკი ფორვარდი, მილოშ ლაჩნი დაიცავს.

სლოვაკმა ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მილოშ ლაჩნის ბოლო კლუბი სლოვაკური “ჟილინაა”. მანამდე ის ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიც “რუზომბეროკი” (სლოვაკეთი), “შლიონსკი” (პოლონეთი), “გროდნო” (ბელორუსი), “დანდი იუნაიტედი” (შოტლანდია) და პრაღის “სპარტა” (ჩეხეთი) არიან.

2009-10 წლების სეზონში ჩვენმა ახალწვეულმა ჩეხეთის ჩემპიონატი მოიგო, 2010/11 წელს კი – ქვეყნის სუპერთასიც.

მილოშ ლაჩნის ევროტურნირებზე 16 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება ნაკრებს, იყო სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

ფეხბურთელი უკვე ქუთაისშია და გუნდთან ერთად ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაიო ეტაპის მატჩისთვის ემზადება.

20 ივლისი, 2018