კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტრანსფერი: ბუდუ ზივზივაძე ტორპედოში დაბრუნდა

“ტორპედოს” რიგებში მატებაა. კლუბს 24 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე დაუბრუნდა.

ზივზივაძემ “ტორპედოსთან” 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბუდუ “ტორპედოს” ღირსებას 2014/15-წლების სეზონში იცავდა. 2015 წელს ის “სამტრედიაში” გადავიდა. 2017 წელს ზივზივაძე ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

2017 წელს ზივზივაძე დანიურ “ესბიერგში” გადაბარგდა. დანიური კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა და მალევე, 2018 წელს ის ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და თბილისის “დინამოს” მაისური მოირგო. გასულ წელს ზივზივაძე 22 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, 4 გოლი დავით ყიფიანის სახელობის თასზეც გაიტანა.

ბუდუს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ოთხჯერ იყო გამოძახებულიქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც.

ბუდუმ ბათუმის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩში ითამაშა და დებიუტი დუბლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა.

01 თებერვალი, 2019