კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტრანსფერი: არფანგ დაფე “ტორპედოს” ფეხბურთელია

“ტორპედოს” შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. ჩვენი კლუბის მაისურს 27 წლის სენეგალელი ნახევარმცველი, არფანგ დაფე მოირგებს.

დაფემ “ტორპედოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დაფესთვის საქართველო უცხო არ არის. მან გასულ წელს ფოთის “კოლხეთის” შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კარიერა ირანში, კერძოდ “პაიკანში” გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ “კოლხეთში” გადასვლამდე დაფე მადრიდის “ატლეტიკოს” მეორე გუნდში თამაშობდა.

წელს, ირანის ჩემპიონატში დაფემ 21 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

04 ივლისი, 2018