კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტორპედო 3:1 აკადემია პანდევი – პირველი გამარჯვება თურქეთში

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ტორპედომ” 6 თებერვალს მაკედონიის მესამეადგილოსან “აკადემია პანდევთან” პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს ანგარიშით 3:1 მოუგო.

“ტორპედომ” გოლი მატჩის დასაწყისშივე გაუშვა – მე-10 წუთზე მაკედონიელები ბურთს საჯარიმოში აწვდიდნენ, ბურთი დავით ხურცილავას ხელზე მოხვდა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა და ანგარიში ასეც გაიხსნა.

“ტორპედომ” წონასწორობა მალევე აღადგინა – 7 წუთში გიორგი ქიმაძის ჩაწოდების შემდეგ თავით გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 39-ე წუთზე “აკადემია პანდევის” კარში ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ლამაზად გაითამაშეს, დასარტყმელ პოზიციაზე ლევან გეგეჭკორი გაიყვანეს და ამ უკანასკნელმაც “ტორპედო” დააწინაურა – 2:1!

მეორე ტაიმიც “ტორპედოს” შეტევების ფონზე წარიმართა. ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად მოედანზე თორნიკე კაპანაძე გამოჩნდა და თავისი გოლი 70-ე წუთზე თენგიზ წიქარიძის პასით “ელვამაც” გაიტანა. აღსანიშნავია, რომ წიქარიძეც მოედანზე ახლადშემოსული იყო. საბოოლოდ, 3:1!

7 თებერვალს “ტორპედო” კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქე მინსკის “დინამო” იქნება. მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სასტარტო შემადგენლობა: როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე, დავით ხურცილავა, ლევან გეგეჭკორი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ამბროსი ჩაჩუა, მათე ცინცაძე, გიორგი ქიმაძე, გრიგოლ დოლიძე, ნოდარ ქავთარაძე, ბუდუ ზივზივაძე.

ცვლილებაზე შევიდნენ: მაქსიმე ქვილითაია, ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე, ანრი ჭიჭინაძე, შალვა ბურჯანაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, მერაბ გიგაური, რიჩარდ ლუკა, თენგიზ წიქარიძე, თამაზ შარვაშიძე, თორნიკე კაპანაძე.

06 თებერვალი, 2019