კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

“ტორპედო 2”-მა “რაჭას” დამაჯერებლად მოუგო

29 მაისს, “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე რეგიონალური ლიგის მე-9 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც “ტორპედო 2″-მა” “რაჭას” უმასპინძლა.

მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ანგარიში 50-ე წუთზე კახა მაღლაკელიძემ გახსნა. 12 წუთში ცოტნე ლომიძემ ტორპედოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 86-ე წუთზე საჯარიმოში მერაბ მეგრელაძე წააქციეს, რომელმაც პენალტი თავადვე შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით, “ტორპედო 2”-ს 21 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მეორეა.

შემადგენლობა “რაჭასთან”: ლუკა მიქაია, გეგი ჯინჭარაძე, ცოტნე ლომიძე, დემურ გოგიაშვილი, ირაკლი ბულაძე, ბადრი თავაძე, თამაზ შარვაშიძე (ანზორ ელიავა, 72), ზურაბ ხიჯაკაძე (ბექა ანთიძე, 48), ჯემალ ზარნაძე (იაკობ მაღლაფერიძე, 55), კახა მაღლაკელიძე, მერაბ მეგრელაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგიაშვილი.

https://www.facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/videos/1774333729292215/

29 მაისი, 2018