კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

“ტორპედო” საქართველოს თასის 1/8-ფინალშია

13 ივნისს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში ჩაერთო. ჩვენი გუნდი 1/16-ფინალში “გორს” შეხვდა.

გორში, “ქართლის” სტადიონზე გამართულ მატჩში გამარჯვება და 1/8-ფინალის საგზური ტორპედოელებს დარჩათ, რომლებმაც ამ შეხვედრაში ანგარიშით 2:0 იმარჯვეს. ტორპედოელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და დამსახურებულადაც იმარჯვეს.

ანგარიში ჩვენმა ფეხბურთელებმა მალევე, შეხვედრის მე-9 წუთზე გახსნეს – თავი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, ლევან კუტალიამ გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ კაპანაძის გოლამდე ერთი წუთით ადრე, გორელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ როინ კვასხვაძემ ურთულესი ბურთი მოიგერია – შეტევაც აქედან დაიწყო და “ელვას” გოლით დასრულდა.

ამრიგად, “ტორპედო” საქართველოს თასის 1/8-ფინალში გავიდა და მომდევნო მეტოქეს წილისყრით შეიტყობს.

შემადგენლობა “გორთან”: კვასხვაძე, გურული, ჭიჭინაძე, გრიგალაშვილი, ტაბატაძე, გიგაური, კუხიანიძე (მამასახლისი, 78), წიქარიძე (ლიპარტია, 61), სარდალიშვილი, კუტალია, ბოხაშვილი (კაპანაძე, 46).

13 ივნისი, 2018