კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტორპედო თურქეთშია – კახა ჩხეტიანის კომენტარი

3 თებერვალს “ტორპედო” თურქეთში გაემგზავრა და ახალი სეზონისთვის მზადების პროცესს იქ აგრძელებს. თურქული შეკრების ფარგლებში “ტორპედო” 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

06.02 ტორპედო – აკადემია პანდევი
07.02 ტორპედო – დინამო მინსკი
09.02 ტორპედო – რადი
13.02 ტორპედო – კარპატი
16.02 ტორპედო – კიევის არსენალი

“ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თურქულ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ლუკა მიქაია
მცველები: მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, დავით ხურცილავა, ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, შალვა ბურჯანაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ვახტანგ ნებიერიძე
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ქიმაძე, გრიგოლ დოლიძე, თენგიზ წიქარიძე, ამბროსი ჩაჩუა, ნოდარ ქავთარაძე, რიჩარდ ლუკა, თამაზ შარვაშიძე
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, ბუდუ ზივზივაძე.

გუნდი ორი დღეა, რაც ანტალიაშია და ორივე დღის განმავლობაში ჩვენს ფეხბურთელებს ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდათ. სამწვრთნელო შტაბის მხრიდან ყურადღება ექცევა როგორც ტაქტიკურ ვარჯიშს, ისე – ფიზიკურ მომზადებას.

ხვალ “ტორპედო” პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს, მანამდე კი კახა ჩხეტიანმა შეკრების პირველი ორი დღე შეაფასა.

“ძალიან კარგ პირობებში ვიმყოფებით, რაც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. შეკრების ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს 5 ამხანაგური მატჩი, რომელთა შემდეგ გუნდმა ოპტიმალურ ფორმას უნდა მიაღწიოს. გვყავს რამდენიმე ახალწვეული. მათ ადაპტირებაში ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ეხმარებიან. ძალიან მეგობრული გარემოა შექმნილი. ეს ფეხბურთელები ერთად დიდ ძალას წარმოადგენენ და ვეცდებით, ახალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

24 თებერვალს სუპერთასია, “ტორპედოსთვის” კი ყველა ტიტული მნიშვნელოვანია, ამიტომ სათანადოდ მოვემზადებით და ტიტულისთვის ბოლომდე დავიხარჯებით”, – თქვა ჩხეტიანმა.

05 თებერვალი, 2019