კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

“ტორპედო” დავით ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია

19 სექტემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედომ” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩი “რუსთავის” წინააღმდეგ გამართა.

ჩვენი გუნდი უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და მეტოქის კართან არაერთი მომენტიც შექმნა, თუმცა 90 წუთში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

დამატებითი დროის 115-ე და 118-ე წუთებზე “რუსთავის” კარი ორჯერ თორნიკე კაპანაძემ აიღო, რითაც “ტორპედო” დავით ყიფიანის თასის 1/4-ფინალში გაიყვანა. ვინ იქნება “ტორპედოს” მეტოქე 1/4-ფინალში, ამას ხვალ წილისყრის შედეგად შევიტყობთ.

შემადგენლობა “რუსთავთან”: კვასხვაძე, კობახიძე, აზაცკი, გეგეჭკორი, მარინი (დაფე, 64), ცინცაძე (კუხიანიძე, 83), გიგაური (ჰლინკა, 112), ქიმაძე,  კუტალია, დოლიძე (ლაჩნი, 75), კაპანაძე.

20 სექტემბერი, 2018