კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ოქროს ლიგის საგზური 17-წლამდელებმაც მოიპოვეს

27 მაისს, “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე 17-წლამდელთა ლიგის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც “ტორპედო” “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

ოქროს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, ტორპედოელებს მხოლოდ (!) მოგება სჭირდებოდათ და 4:2 მოიგეს. ტორპედოელთა შემადგენლობაში 67-ე და მე-80 წუთებზე დუბლი გაიფორმა ავთანდილ თოხაძემ, თითო-თითო გოლი კი ვანო ჩარბეიშვილმა (25) და გივი მუკბანიანმა (55) გაიტანეს.

ამრიგად, 20 ქულით “ტორპედომ” პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს ლიგაზე გავიდა.

შემადგენლობა “სამტრედიასთან”: თამაზ გელხვიძე, გიორგი აბზიანიძე, დავით ვარდანიძე, გრამიტონ მინდიაშვილი, დავით ნუცუბიძე (გიორგი ჩიხლაძე, 68), ბორის ნემსიწვერიძე (ავთანდილ თოხაძე, 41), ბექა ღირდალაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, გივი მუკბანიანი (თორნიკე მამასახლისი, 68), ბექარ ჩხაბერიძე (ირაკლი კიზირია, 58), ვანო ჩარგეიშვილი (დავით კაპანაძე, 68).

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კვერნაძე.

https://www.facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/videos/1772276686164586/

27 მაისი, 2018