კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

მატჩის წინ: შაბათს იმერული დერბია

9 ივნისს, “ტორპედო” საქართველოს ეროვნული ლიგის XIV ტურის მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე “სამტრედია” იქნება. ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრა შაბათს, 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩის წინ, “ტორპედოს” მეტოქე 9 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს. სამტრედიელებმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში იმარჯვეს, ექვსი შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ექვსიც – წააგეს, მეტოქეს 8 გოლი გაუტანეს, თავის კარში კი 15 მიიღეს. ორი გატანილი გოლით, “სამტრედიას” საუკეთესო მეგოლე გიორგი ერისთავია.

რაც შეეხება  “ტორპედოს”, ჩვენი გუნდი 18 ქულით ცხრილში მეხუთეა და, მართალია, მოგების შემთხვევაში, პოზიციას არ შეიცვლის, თუმცა ლიდერებს მიუახლოვდება.

მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს ქუთაისში უკვე შეხვდნენ და ის მატჩი “ტორპედოს” გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მაშინ ბექა ტუღუშმა გაიტანა, რომელიც ამ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. ამავე მიზეზით, “ტორპედოს” დავით ხურცილავა ვერ დაეხმარება.

06 ივნისი, 2018