კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

მატჩის დღე: დღეს “ტორპედო” გორს სტუმრობს

დღეს, 6 მაისს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” გორს ესტუმრება და საქართველოს ეროვნული ლიგის X ტურის მატჩს “დილას” წინააღმდეგ გამართავს.

გუნდებს შორის შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება და მისი ყურება გულშემატკივარს ელიგის ოფიციალურ საიტ, eliga.ge-ზე შეეძლებათ.

ტურის წინ, ჩვენი გუნდი 13 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, რაც შეეხება გორელებს, ისინი 16 ქულით მე-4 ადგილზე არიან.

“ტორპედოსა” და “დილას” მატჩს არსენ ნონიკაშვილი განსჯის.

 


            

06 მაისი, 2018