კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

მარეკ გლინკა: “ტორპედოს” უარს ვერ ვეტყოდი

“ტორპედოში” გადმოსულმა მარეკ გლინკამ პირველი კომენტარი გააკეთა.

– როდის გაჩნდა “ტორპედოს” ვარიანტი?
– “ტორპედოს” წარმომადგენლები “სპარტასთან” მატჩს დაესწრნენ და იქ მოვეწონე. როგორც ჩანს, მოვეწონე. მას შემდეგ მაკვირდებოდნენ, შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ სურდათ “ტორპედოში” მეთამაშა. მეც დავთანხმდი…

“ბანიკის” ხელმძღვანელობას ავუხსენი, რომ უცხოეთიდან საინტერესო წინადადება მივიღე, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. გული კი დასწყდათ, თუმცა მარეკ იანკულოვსკიმ (კლუბის სპორტული დირექტორი) მითხრა, რომ საფეხბურთო ცხოვრება ასეთია: დღეს აქ ხარ, ხვალ კი შეიძლება სხვაგან იყო და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

– რატომ “ტორპედო”?
– “ტორპედო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მალე 28 წლის გავხდები და კარიერაში სიახლე მსურდა, ეს კი სწორედ ის არის, რაც მინდოდა!

– რა იცი საქართველოს ჩემპიონატზე?
– საქართველოს ჩემპიონატი ჩეხეთისას არ ჰგავს, მაგრამ, როგორც ვიცი, იქ ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. მწვრთნელმა მითხრა, რომ ნახევარდაცვაში ჩემნაირი სტილის ფეხბურთელი სჭირდებოდა.

პეტერ გრაიციარსაც ვესაუბრე, რომელიც ადრე თბილისის “დინამოში” თამაშობდა. მანაც მირჩია, რომ “ტორპედოს” წინადადება მიმეღო და კარიერა საქართველოში გამეგრძელა. ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საოცარი გულშემატკივრის დატოვება მიწევს. დიდი იმედი მაქვს, ქუთაისელი ფანები კარგად მიმიღებენ და ჩემი თამაშით, შევძლებ და მათაც შევაყვარებ თავს.

28 ივნისი, 2018