კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

მადლობა მედიის წარმომადგენლებს

2018 წელი “ტორპედოს” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ამავე დროს წარმატებული იყო. კლუბი მეოთხედ დაეუფლა საქართველოს თასს, ეროვნულ ლიგაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში, სეზონი 22-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულა…

მთელი ამ ხნის განმავლობაში, კლუბი გრძნობდა ქართული მედიის მხარდაჭერას. “ტორპედო” აქტიურად შუქდებოდა მედიაში, სპორტული გამოცემები ჩვენს ფეხბურთელებს სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებად ასახელებდნენ და აჯილდოებდნენ…

“ტორპედო” მადლობას უხდის ქართველ ჟურნალისტებს გაშუქებისთვის, მხარდაჭერისთვის… ჩვენთვის მედიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია!

გილოცავთ შობა-ახალ წელს. 2019 წელს ერთად გვეზეიმოს დიდი გამარჯვებები!

29 დეკემბერი, 2018