კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

კახა ჩხეტიანი: ჩვენთვის მთავარი მოგება იყო

“საბურთალოსთან” გამარჯვების (3:0) შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა და ფეხბურთელმა, გიორგი ქიმაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

გიორგი ქიმაძე: “ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად გავიმარჯვეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და თუ ასე გავაგრძელეთ, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიქნებით. რთული კალენდრიდან გამომდინარე, შეიძლება ჩვენც გვეფიქრა, რომ “საბურთალოსთან” გადაღლილები ვიქნებოდით, მაგრამ, როგორც ნახეთ, მსგავსი არაფერი გვეტყობა და ყველაფერი კარგადაა. ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ!”

კახა ჩხეტიანი: “ცხადია, თბილისში მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე, მსგავს ანგარიშს არ ველოდი. ჩვენთვის მთავარი მოგება იყო და დიდი ანგარიშით რომ მოვიგეთ, ძალიან კარგია… ფეხბურთელებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და ამისთვის თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. მადლობა ასევე ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც ყველგან ჩვენთან ერთადაა, “საბურთალოს” კი სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ.”

24 სექტემბერი, 2018