კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

კახა ჩხეტიანი: “ტორპედო” მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს

“ვიკინგურთან” მატჩის წინ, “ტორპედომ” პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი დაესწრო.
 “როგორც ყველა მატჩს, ამასაც სრული სერიოზულობით ვეკიდებით. გუნდი ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ 18-კაციან განაცხადშიც იქნება. ხვალ მოედანზე გასული “ტორპედო” მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს!”
 
მეტოქეზე: “ყველა მეტოქე დაფასებას იმსახურებს. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ევროპალიგაა, ქვეყნის სახე ვართ და ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება, თუ ამ მატჩს ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას!”
 
თორნიკე კაპანაძეზე: “რაც სეზონი დაიწყო, სამწუხაროდ ტრავმების გამო მან თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა ისე, როგორც სურს და როგორც შეუძლია. წინა შეხვედრაში ის ცვლილებაზე შემოვიდა და მზადაა ხვალინდელი მატჩისთვისაც. თორნიკე კაპანაძე ის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ წუთს მზადაა გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს.”
 
ლეგიონერებზე: “ის, რომ გუნდში ამდენი ტრანსფერი განხორციელდა, გამომდინარეობს იმ შედეგიდან, რომლის მიღწევაც გვსურს. ამ ფეხბურთელებმა “ტორპედოს” წარმატებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. გარდა ამისა, მათი აქ ყოფნა ჩვენი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. გვინდოდა, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა, რადგან წარმატება ყოველთვის იქაა, სადაც კონკურენციაა. დღეს ასეთი გუნდი გვყავს და კარგი ლეგიონერით ადგილობრივი გულშემატკივარიც არ იქნება უკმაყოფილო.”

25 ივლისი, 2018