კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

კახა ჩხეტიანი: დასახულ მიზნამდე ერთად უნდა მივიდეთ

ალბანურ “კუკესთან” მატჩამდე, 8 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში, “ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის. გუნდში მშვენიერი, საბრძოლო განწყობაა და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახეთ “კუკესის” თამაშები, შევიმუშავეთ შესაბამისი ტაქტიკა… ჩემი ფეხბურთელების დიდი იმედი მაქვს”.

მეტოქეზე: “ერთი შეხედვით, “კუკესი” მებრძოლი გუნდია და თავისუფალ ზონებს იშვიათად თუ ტოვებს. ნახავდით ალბათ, “ყარაბაღთანაც” როგორ ითამაშეს… ასეა თუ ისე, უნდა შევუტიოთ და მეტოქე ვაიძულოთ, სივრცეები გახსნას”.

სტადიონი და გულშემატკივარი: “ცხადია, ჩვენთვის უფრო სასურველი და კომფორტული იქნებოდა ქუთაისში გვეთამაშა, მაგრამ იქ მოედნის საფარის შეცვლა იგეგმება და ამის გამო თამაში თბილისში გვიწევს. შესაძლოა, ქუთაისში მეტი გულშემატკივარი დასწრებოდა მატჩს, მაგრამ მხარდაჭერის იმედი თბილისშიც გვაქვს და ყველას ვთხოვ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ვიცი, რომ ჩვენს საქომაგოდ ქუთაისიდანაც ბევრნი ჩამოვლენ… დასახულ მიზნამდე ერთად მივიდეთ!”

ლაზარ მარინზე: “ფეხბურთია და ხდება ხოლმე… მან ფარერებში მაღალი სიცხის გამო ვერ ითამაშა, თუმცა მთელი ეს პერიოდია გუნდთან ერთად აქტიურად ვარჯიშობს და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზადაა”.

გლეოფილო ვლიტერზე: “მე, როგორც მწვრთნელს, მირჩევნია ის ფეხბურთელი გამოვიყენო, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის სათანადოდ იქნება მომზადებული. ვლიტერი კარგი, პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა ამ შეხვედრისთვის ის მზად არ არის. როცა მზად იქნება, “ტორპედოს განაცხადშიც სწორედ მაშინ იქნება!”

08 აგვისტო, 2018