კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

კახა ჩხეტიანი: ამ მატჩისთვის მთელი კვირაა სერიოზულად ვემზადებით

“ვიკინგურთან” განმეორებითი მატჩის წინ, “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კომენტარი გააკეთა.

“გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ვინც ფარერებში წამოვიდა, მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: 3:0 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას და უფლებას მოგვცემს. ამიტომ ამ მატჩისთვის მთელი კვირა სერიოზულად ვემზადებოდით და ვეცდებით, ხვალაც გავიმარჯვოთ, რადგან ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ლევან კუტალია და თენგიზ წიქარიძე ვერ წამოვიდნენ, ორ ლეგიონერ, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერს კი ვიზის პრობლემები შეექმნათ და ისინიც ქუთაისში დარჩნენ.
 
მიუხედავად დანაკლისისა, ხვალ კარგი თამაში გვმართებს. ფეხბურთელებმა იციან, რომ არცერთი წამით არ უნდა მოდუნდნენ. ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული ვაჩუქოთ!” – თქვა ჩხეტიანმა.

01 აგვისტო, 2018