კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ვახტანგ ნებიერიძემ ტორპედოსთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ვახტანგ ნებიერიძე “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს. 19 წლის მარცხენა მცველმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნებიერიძე რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველია. 2016-წლიდან ის “სტროგინოს” ღირსებას იცავდა, რომელიც რუსეთის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. “სტროგინოს” შემადგენლობაში მან 45 მატჩი ჩაატარა.

იანვრის დასაწყისიდან ნებიერიძე ჩვენს გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა. ის “ტორპედოს” თურქულ შეკრებაზეც გაყვა, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა მიიღო და მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, მასთან კონტრაქტი გაფორმდა.

19 თებერვალი, 2019