კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ევროპალიგა: “ვიკინგურის” ბარიერი წარმატებით დავძლიეთ

2 აგვისტოს, ფარერებზე, “ტორპედომ” “ვიკინგურთან” ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გამართა, მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჩვენს გუნდს პირველი შეხვედრა 3:0 ჰქონდა მოგებული და რასაც მატჩამდე მთავარი მწვრთნელი იძახდა, იყო ის, რომ მოდუნების უფლება არ გვქონდა. გუნდი არც მოდუნებულა… პირიქით, თამაშს სრული სერიოზულობით მოეკიდა და სტუმრად 4:0 იმარჯვა.

ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. თავი ულამაზესი დარტყმით გუნდის ახალწვეულმა მილოშ ლაჩნიმ გახსნა, რომელმაც შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 24-ე წუთზე მამუკა კობახიძის ჯერიც დადგა, რომელმაც მათე ცინცაძის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და… 2:0! ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმში უპირატესობას ისევ “ტორპედო” ფლობდა. 59-ე წუთზე ოლექსანდრ აზაცკიმ “ტორპედოს” უპირატესობა სამამდე გაზარდა, საბოლოო წერტილი კი მატჩს თორნიკე კაპანაძემ დაუსვა.

შედეგად, “ტორპედომ” მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 7:0 მოუგო და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მეტოქედ ალბანეთის ჩემპიონი “კუკეში” ეყოლება. პირველი მატჩი 9 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართება.

03 აგვისტო, 2018