კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

“დილასთან” და “რუსთავთან” მატჩები გადაიდო

9 აგვისტოს “ტორპედო” ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს “კუკესის” წინააღმდეგ. გუნდი მალევე ალბანეთში გაემგზავრება, სადაც განმეორებითი მატჩისთვის მოემზადება.
 
რთული კალენდრიდან გამომდინარე, “ტორპედომ” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, რომ გორის “დილასთან” (6 აგვისტო) და “რუსთავთან” (12 აგვისტო) გასამართი მატჩები გადადებულიყო. ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა კლუბის თხოვნა და ორივე მატჩი გადადო, რისთვისაც მადლობას ვუხდით.
 
“ტორპედო” მადლობას უხდის ასევე გორის “დილასა” და “რუსთავს”, რომლებიც საკითხს გაგებით მოეკიდნენ და თავის მხრივ, მატჩების გადადებაზე თანხმობა განაცხადეს.

06 აგვისტო, 2018