კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

დავით ყიფიანის თასი: ვიწყებთ “გორით”!

13 ივნისს, “ტორპედო” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ჩვენი გუნდი თასზე გამოსვლას 1/16-ფინალიდან დაიწყებს.

ტორპედოელთა პირველი მეტოქე “გორი” იქნება, რომელიც ლიგა 3-ში ასპარეზობს. გორელები ლიგა 3-ში 15 ტურის შემდეგ 24 ქულით მეექვსე ადგილზე არიან.

მატჩი გორში, “ქართლის” სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ ეთერს კი ჩვენ ვუზრუნველყოფთ.

11 ივნისი, 2018