კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

გუგა ფალავანდიშვილი: “ტორპედოს” შეუძლია “შერიფის” ბარიერის გადალახვა!

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტორპედოს” მეტოქე მოლდოვას ჩემპიონი, “შერიფი” იქნება. მოლდოვაში, “დაჩიას” შემადგენლობაში გასულ წელს ითამაშა “ტორპედოს” ყოფილმა ფეხბურთელმა, გუგა ფალავანდიშვილმა, რომელსაც ჩვენი მეტოქის შესახებ ვკითხეთ…

“შერიფი” მოლდოვას ჩემპიონატს მუდმივად ლიდერობს. დიდი ფინანსების მქონე კლუბია, რაც იმაზეც აისახება, რომ ის, მეტწილად, ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. “დაჩიაში” სეზონი რომ დავასრულე, მაშინ ორი ფეხბურთელი ჩვენგან წაიყვანეს…. გულშემატკივარიც “შერიფის” თამაშებზე მრავლად დადის.

რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენი ბიჭები თუ თავის თამაშს ითამაშებენ, შანსი ნამდვილად იქნება. კი, მათ საერთაშორისო დონეზე მეტი გამოცდილება აქვთ, რაც შანსებს უფრო უზრდით, მაგრამ “ტორპედოს” შესწევს ძალა ამ ბარიერის გადალახვის.

მთელი გულით, წარმატებებს ვუსურვებ “ტორპედოს”. ძალიან გგულშემატკივრობთ!”, – გვითხრა გუგამ.

20 ივნისი, 2018