კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

გიორგი ქიმაძე: გვინდა, ფარერებში სასურველი ანგარიშით წავიდეთ

“ვიკინგურთან” მატჩის წინ, “ტორპედომ” პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც გუნდის ფეხბურთელი გიორგი ქიმაძე დაესწრო.
 
“პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მატჩისწინ გუნდში მშვენიერი განწყობაა. ვფიქრობ, ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და ფარერებში სასურველი ანგარიშით ჩავიდეთ.
 
წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრის როლიც და მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე, გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენის მხრივ, ვპირდებით, რომ სასურველი ანგარიშის მისღწევად თავს არ დავზოგავთ!”

25 ივლისი, 2018