კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

გიორგი დევდარიანი “ტორპედოს” აკადემიის დირექტორია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “ტორპედომ” ოფიციალურად უკვე 3 ფეხბურთელი დაიმატა. სიახლეები ამ მხრივ კიდევ იქნება, პარალელურად კი კლუბის ხელმძღვანელობა ბავშვთა ფეხბურთშიც დიდ ცვლილებებს გეგმავს.

კლუბის ხელმძღვანელობის სურვილია, “ტორპედოს” უახლოეს პერიოდში უმაღლესი დონის აკადემია ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, “ტორპედოს” აკადემიის დირექტორად გამოცდილი ქართველი სპეციალისტი, გიორგი დევდარიანი დაინიშნა.

დევდარიანს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს წვრთნიდა, იმუშავა თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივსა” და გორის “დილაში”.

“მინდოდა, ისევ ბავშთა ფეხბურთში მემუშავა და მეკეთებინა ის, რაც კარგად გამომდის. ძალიან გამიხარდა, რომ “ტორპედოდან” დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს გადასარევი სტრუქტურის იდეა, ანუ აკადემიის, რომელსაც, თამამად ვიტყვი, პრეტენზია ექნება რეგიონში იყოს ლიდერი თავისი მეთოდიკით, აღჭურვილობით, დაგეგმილი მუშაობით…

ჩავედი ქუთაისში, ვესაუბრე ხელმძღვანელობას, გავაცანი ხედვები… ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იქ, სადაც ყველას ეცოდინება, რისთვის ვარ. პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ თუკი ბავშვებისთვის შესანიშნავ პირობებს შევქმნით, ქუთაისში რამდენიმე წელიწადში ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზრდება”, – თქვა დევდარიანმა.

30 ივნისი, 2018