კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ბრაზილიელი ახალწვეული – რიჩარდ ლუკა ტორპედოს ფეხბურთელია

21 წლის შემტევი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს.

“ტორპედოსა” და მექსიკურ “ტიგრესს” შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი ჩვენს კლუბში 1-წლიანი იჯარით გადმოვიდა.

2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური “გოიასის” ღირსებას იცავდა, საიდანაც “სანტოსის” 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. “სანტოსის” მერე ბრაზილიელი სწორედ მექსიკურ “ტიგრესში” გადაბარგდა.

“ტორპედოს” ახალწვეული საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდება.

11 იანვარი, 2019