კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ახალწვეული: ნიკოლა სტიეპოვიჩი ტორპედოს ფეხბურთელია

“ტორპედოს” რიგებში მატებაა. ახალი სეზონიდან ჩვენი კლუბის ღირსებას 25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიცავს.

მონტენეგროელმა მცველმა კლუბთან 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა.

სტიეპოვიჩი ბოლოს ალბანურ “კასტრიოტიში” იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი 2010-დან 2017 წლის ჩათვლით “სუტიესკას” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც.

“ტორპედო” ხვალ შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ჩვენი ახალწვეული საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდანვე შეუდგება.

08 იანვარი, 2019